რაგბის კლუბი ჯანი (ჩოხატაური) სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1976 წლიდან. ჯანი ერთ ერთი უძველესი სარაგბო კლუბია ქართული რაგბის ისტორიაში. 1976 წელს პირველად ავარდა ბურთი ჩოხატაურში, მაშინ კლუბს “ლელო” ერქვა. პირველი მწვრთნელი იყო ჯოტო შენგელია და დიმა ცინცაძე. 1987 წელს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პირველი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი სადაც გურულმა კლუბმა მეხუთე ადგილი დაიკავა. შემდეგ ჩატარდა 1990 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი სადაც ჩოხატაურის ლელომ ბურთების შეფარდებით მე-2 ე საპრიზო ადგილი დაიკავა, რაც იმ დროს უდიდესი სპორტული მიღწევა იყო ჩოხატაურისათვის სამწუხაროდ კლუბში პრობლემების გამო 1992 წელს რაგბის კლუბი დაიშალა. შემდგომ გია გიორგაძემ დაიწყო მორაგბეების მოძიება და ეტაკობრივარ აღადგინა ძველი გურული კლუბი რასაც ეწოდა “ჯანი” “ჯანი” არა მხოლოდ სიძლიერეს, არამრდ გურული ყურძნის ჯიშთან ასოცირდება. საბედნიეროდ საქართველოს რაგბის ერთ ერთი უძველესი კლუბი კვლავ აპირებს ფეხზე წამოდგომას და კლუბი უბრუნდება პირვანდელ სახეს. რაგბის კლუბი ჯანი ჩოხატაური 1976 წელი